Wednesday, April 20, 2011

ვიზიტი ბიბლიოთეკაში

, როდესაც მე ვიყავი დიბლიოთეკაში ჯერ  ვაჩვენე საშვი, შემდეგ შეამოწმეს  ჩანთა, არ შეიძლება წიგნის შეტანა,   ჩანთაში მქონდა წიგნები რომლებიც დავტოვე, ჩანთა ჩაბარე და ავედი სამკიტხველო დარბაზში. შემდეგ გამოვიწერე წიგნი რომელსაც ველოდე  45 წუთი, სამკითხველო დარბაზში აკრძალულია მობილურის გამოყენება. დაცულია სიწყნარე რათა მშვიდად შეძლო წაიკითხო წიგნი

გერმანული მოდა

Deutsche Mode ist beliebt wie nie zuvor, bei Russen, Amerikanern und Asiaten. Und manchmal kaufen sich Ausländer gleich ganze Modekonzerne. Hugo Boss und Jil Sander, Basler und Tom Tailor, Eterna und Street One – sie alle gehören mittlerweile ausländischen Finanzinvestoren. Und die stoßen sich gesund an den populären Marken.

გერმანული მოდა ისეთი პოპულარულია როგორც არასდროს, ერთად, რუსები, ამერიკელები და აზიელები. და ხანდახან უცხოელეი ყიდულობენ  იგივე მოდის კომპანიებში.Hugo Boss, Jil Sander, Baslerდა  Tom Tailor, Eterna ისინი ყველა მიეკუთნება უცხოურ ფინანსურ ინვესტორებს. და ნაცნობობა არის ჯანსაღი პოპულარულ ბრენდებთან.. !

Kleidung und Mode existieren so lange es den Menschen gibt. Aber erst mit dem 20. Jahrhundert begann eine rasante Entwicklung der Modestile. Orientierten sich die Schönheitsideale zuvor meist an Vergangenem wie zum Beispiel der Antike, entstand im 20. Jahrhundert eigenständiges und noch nie da gewesenes.

Die Haute Couture hat hier genauso ihren Ursprung, wie das von ihr abgeleitete Prêt-à-porter,
das die von renommierten Schneidern entworfene Haute Couture durch billigere Herstellung und Massenanfertigung einer breiten Masse zugänglich macht. Die Damenkleidung steht im Mittelpunkt der Modegeschichte, da sie stärker den gesellschaftlichen Veränderungen unterlegen ist und dadurch ausgeprägtere Veränderungen aufweist, allerdings spielt die Männermode eine weitaus größere Rolle, als allgemein vielleicht angenommen wird.

http://www.wienerzeitung.at/linkmap/info/mode/geschichte.htm


ტანსაცმელი და მოდა არსებობს სანამ არსებობენ ადამიანები. მაგრამ მე -20 საუკუნეში დაიწყო სწრაფი განვითარება .ორიენტაცია სილამაზეზე იყო,დიდი ხნის განმავლობაში დაახლოებით ანტიკური ხანიდან..

დღესდღეისობით კულტურა დაიხვეწა,მაგრამ რაღაც ელემენტები ანტკური ხანიდან არის შემორჩენილი
მკერავის Haute Couture მიერ იაფი  და მასიური წარმოება ხდის ხელმისაწვდომს ფართო აუდიტორიისთვის. ქალთა ტანსაცმელზე  არის აქცენტი მოდის ისტორიაში....ყველაფერი მოდასთან დაკავშირებით ადამიანისთვის დიდ როლს თამაშობს...და ყველა ცდილობს რომ ამით სიამოვნება მიიღოს...

საქმიანი ქალბატონებისთვის


თანამედროვე ბიზნეს ქალის როგორ იმიჯს გვთავაზობენ წელს დიზაინერები?
სილუეტი მკაცრად განსაზღვრული არაა. 
გვხვდება როგორც მკაცრი ასევე თავისუფალი სტილის სამოსიც, თუმცა ერთი რამ მათ 
მაინც აერთიანებს - ყოველი მათგანი თავდაჯერებულობისა და შინაგანი სიმტკიცის გამომხატველია. 
ასეთია სამოსი, რომელიც 2011 წლის გაზაფხულზე საქმიან ქალს უნდა ეცვას...

საათი

საათი, რომ ყოველთვის აქტუალურია ამას უმრავლესობა ეთანხმება.
ის გაცილებით უფრო პოპულარული ხდება, რადგან იგონებენ ახალ დიზაინს. მატებენ დამიშნულებას და ა.შ.
თანდათან კი, როგორც ვატყობ, ის სამკაულის ფუნქციასაც მშვენივრად ითავსებს.
წარმოგიდგენთ მოდურ საათებს სელებრითების მაგალითზე.

ვარცხნილობა

ქალბატონების უმეტესობა ყველაზე მეტ ყურადღებასა და დროს თმის მოვლასა და სასურველი ვარცხნილობის შერჩევას უთმობს. ლამაზი თმა ყველა ქალის სავიზიტო ბარათია და ის არც მამაკაცებს რჩებათ ყურადღების მიღმა. მოდა ამ მხრივაც სეზონურად იცვლება, თუმცა ძირითადი ტენდენციები მთელი წლის მანძილზე რჩება.


ლია ფანცულაია, სტილისტი:

- 2011 წლის ვარცხნილობის ახალი ტენდენციები საბოლოო სახეს იანვარში მიიღებს. თუმცა, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მოდაში ძალიან ნაზი და ჰაეროვანი ვარცხნილობები შემოვა, რომელიც ქალურობას გაუსვამს ხაზს. თუ წელს "ქერა ბოჰემის" წელი იყო, გაისად "რომანტიკული" სტილი იქნება დომინანტი. კვლავ მოდაშია ღია ფერის, მელირებული თმა, თუმცა აუცილებელი არ არის, ქერა იყოს. ახალ კატალოგში ასეთი ვარცხნილობებია მოცემული: თმის ძირები მუქი ფერისაა, ბოლოები კი ღია, რაც შეღებვის ახალი ტექნოლოგიების საშუალებით მიიღწევა. ზამთარს სპილენძისფერი და ოქროსფერი თმა უხდება. მართალია, ვარცხნილობის შერჩევა ყოველთვის ადამიანის სახის ფორმის მიხედვით ხდება, მაგრამ ქალებს ვურჩევ, არასდროს შეუშინდნენ სიახლეებს; იყვნენ გაბედულები და თავდაჯერებულები.


ჩანთა

რაც შეეხება ჩანთებს, ოთხკუთხა ფორმებია აქტუალური, რომელიც ბეჭდის მსგავსი, მრგვალი მეტალითაა გაწყობილი. "თითქოს ყველა დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ მისი ჩანთა ბირკინის ჩანთას უნდა ჰგავდეს. ამ სტილმა თავიდან არ აღმაფრთოვანა, მაგრამ ახლა უფრო მომწონს. თუმცა ჩემი აზრით, ფენდის ჩანთა ვიზუალურად ბირკინისასაც კი სჯობს", - აღნიშნა ავთო ცქვიტინიძემ ჩემთან საუბრისას.
სამკაულები და აქსესუარები ყოველთვის გემოვნებით უნდა იყოს შერჩეული. 2010 წელს ლითონის ჯაჭვები და მასიური ფორმები იყო მოდაში. ეს ტენდენცია გაისადაც გაგრძელდება.

ეკა ჩანჩიბაძე, დიზაინერი:

- წელს კვლავ "სვაროვსკისა" და სხვა ძვირფასი თვლებით გაწყობილი სამკაულებია აქტუალური. ვინაიდან კურდღლის წელი მოდის, ბროში შეიძლება ბეწვით, თვლებით ან ლენტებით იყოს გაწყობილი და გულის ფორმა ჰქონდეს. აქსესუარი ყოველთვის იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, თუ რა გაცვიათ და სად მიდიხართ. სწორად მორგებული და გემოვნებიანი აქსესუარი სადა და უბრალო კაბასაც კი ეფექტურად წარმოაჩენს. რაც შეეხება მძივებს, ფერადი ბურთულები აქტუალურია. შეიძლება რამდენიმეც კი გაიკეთოს ადამიანმა, ოღონდ - გემოვნებით შერჩეული. ასევე მოდაშია მასიური სამკაულები. ფერები: თეთრი, მოყვითალო, შამპანურისფერი, ნაცრისფერი. ბეჭდებიც მასიური ფორმის უნდა შეარჩიოთ. ლითონის ჯაჭვები კვლავაც მოდურია. აუცილებელი არ არის, სამკაული ძვირფასი ლითონის იყოს. ზოგჯერ უბრალო მასალისგან დამზადებულიც შთამბეჭდავ ეფექტს ახდენს.

სათვალე

ადამიანის სახის ფორმასთან სწორად შერჩეული სათვალე ყოველთვის დადებითად აისახება ქალბატონისა თუ მამაკაცის იმიჯზე და მას მეტ თავდაჯერებულობასა და ხიბლს მატებს.


როლანდ ჯავახია, ოპტიკური კომპანიის გენერალური დირექტორი:

- ოქტომბერში პარიზში ოპტიკის მსოფლიო გამოფენა ჩატარდა - ეყე წეარ, რომლის ნიმუშები, რა თქმა უნდა, უკვე თბილისშია. მოდაში მრგვალი ფორმის სათვალე იქნება - ე.წ. "ლენონები", რომლებიც თითქმის ყველა წამყვანმა ბრენდმა გამოუშვა. მინის ფერი ფუნქციონალურად სხვადასხვაგვარია; არჩევანი დიდია. ერთი მოდელი შეიძლება 50 სხვადასხვა ფერისაც კი იყოს. ბოლო 3 წელია, ძალიან მოდურია "ავიატორის" სტილის სათვალე. ეს ტენდენცია გაგრძელდება და "ლენონი" დაემატება. ასევე, მოდაშია კომბინირებული სათვალე, სადაც ერთმანეთთან რამდენიმე მასალაა შერწყმული - აცეტატი, მეტალი ან ორივე ერთად; ამას დამატებული ქვები, კრისტალები, ტყავი ან სხვა ელემენტები. მაგალითად, თუ მთაში ხართ, სარკისებური მინები უკეთესია... გამოფენაზე ყველანაირი სტილის სათვალე იყო წარმოდგენილი. "შანელის", "ბულგარის", "პრადას", "რალფ ლოურენის" სათვალე ყოველთვის მოდაშია. ზოგიერთი ბრენდი, რომელიც ადრე ძალიან პოპულარული იყო, ახლა ცოტა უკანა პლანზე გადადის. მაგალითად - "ვერსაჩე". ამას დიზაინერების პასიურობა განაპირობებს - მომხმარებელს ნაკლებ სიახლეს სთავაზობენ. ე.წ. სახალხო ბრენდები, რომელთაც ზემოთ ჩამოთვლილ ბრენდებთან შედარებით ნაკლები ფასი აქვს, გახლავთ "ჯემინი", "ჯორჯ ფირალი", "ჯოპიტო", "ეშენბახი" და ა.შ.

სათვალისთვის მინას ახლა ცოტა კომპანია იყენებს. ძირითადად ორგანული მინა - "პლასტიკი" და პოლიკარბონატია. მათ წამყვანი, მწარმოებელი ფირმები და დიზაინერები აქტიურად იყენებენ. "შოპარდი" და "კარტიე" საუკეთესო საიუველირო ბრენდებია. დიდი მნიშვნელობა სათვალის წონასა და უსაფრთხოებას ენიჭება. 2011 წელს ასევე სიახლე იქნება "დიზელის" ფირმის სათვალე.

პარფიუმერია

- 2011 წელი იმდენი პარფიუმერიული სიახლითაა დახუნძლული, რომ მსურველებს შეიძლება თავბრუ დაეხვეთ. ამჯერად, მარკ ჯაკობსმა მამაკაცებს საკმაოდ ორიგინალური სიახლე შესთავაზა. ეს არის სუნამო Bang - დარტყმა. მისი დიზაინი საინტერესოა - ფლაკონი მეტალისაა და ისეთი ფორმა აქვს, თითქოს ჩაქუჩი ჩაარტყესო. დავიდოვის "ჩემპიონის" ბოთლი კი სავარჯიშო ჰანტელის ფორმისაა. თავს მოხსნი და შიგნით სუნამოა მოთავსებული. ქალბატონებისთვის სიახლეა GUCCI-ს "გილთი", საახალწლო, სადღესასწაულო სუნამო - ექსტრავაგანტური, ლამაზი, ოქროსფერი ფლაკონი იმ ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც ირგვლივ ყველას "დაშოკვა" უნდათ. კლასიკური სუნამოა CLOE, რომელმაც გამოუშვა "ლოვე" და მას აბსოლუტურად განსხვავებული სურნელი აქვს. "კელვინ კლაინის" სუნამოებზე რაოდენობრივად მსოფლიოში ყველაზე მეტი მოთხოვნაა. მისი კლასიკური ხაზია ახალი Beauty. "ჰიტად" მიიჩნევა კაროლინა ჰერერას "VIP", რომელიც ენერგიული ცხოვრების სტილსა და VIP ადამიანებზეა გათვლილი. "როკო ბაროკო" და "დოჟურ გლამურ" კვლავაც მოდურია. რაც შეეხება დეკორატიულ მაკიაჟსა და კოსმეტიკას, რადგან კურდღლის წელიწადი მოდის, უფრო აქტუალური ნაცრისფერი, შავი და ვერცხლისფერი იქნება. თუმცა, ახალ პროდუქციაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ ფერთა გამა მრავალფეროვანია და შეზღუდვა არ ვრცელდება. მსოფლიოში პოპულარულია ე.წ. სმოუკი აიზ. ფერადი მაკიაჟი ცისფერი და მწვანე თვალების მქონე, თეთრი პირისახის ქალბატონებს უფრო უხდება. ტუჩის საცხიც ინდივიდუალურია. მაგალითად, მბზინავი, წითელი პომადა სასურველია, თეთრმა და "მარგალიტის" კბილების მქონე ქალბატონებმა წაისვან, რადგან უფრო გამოკვეთილად და ლამაზად ჩანს. მინდა აღვნიშნო, რომ სიახლეა თმის საღებავებშიც, რომელიც სპეციალურად ფეხმძიმე ქალბატონებისთვისაა - ამიაკის გარეშე.