Wednesday, April 20, 2011

პარფიუმერია

- 2011 წელი იმდენი პარფიუმერიული სიახლითაა დახუნძლული, რომ მსურველებს შეიძლება თავბრუ დაეხვეთ. ამჯერად, მარკ ჯაკობსმა მამაკაცებს საკმაოდ ორიგინალური სიახლე შესთავაზა. ეს არის სუნამო Bang - დარტყმა. მისი დიზაინი საინტერესოა - ფლაკონი მეტალისაა და ისეთი ფორმა აქვს, თითქოს ჩაქუჩი ჩაარტყესო. დავიდოვის "ჩემპიონის" ბოთლი კი სავარჯიშო ჰანტელის ფორმისაა. თავს მოხსნი და შიგნით სუნამოა მოთავსებული. ქალბატონებისთვის სიახლეა GUCCI-ს "გილთი", საახალწლო, სადღესასწაულო სუნამო - ექსტრავაგანტური, ლამაზი, ოქროსფერი ფლაკონი იმ ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც ირგვლივ ყველას "დაშოკვა" უნდათ. კლასიკური სუნამოა CLOE, რომელმაც გამოუშვა "ლოვე" და მას აბსოლუტურად განსხვავებული სურნელი აქვს. "კელვინ კლაინის" სუნამოებზე რაოდენობრივად მსოფლიოში ყველაზე მეტი მოთხოვნაა. მისი კლასიკური ხაზია ახალი Beauty. "ჰიტად" მიიჩნევა კაროლინა ჰერერას "VIP", რომელიც ენერგიული ცხოვრების სტილსა და VIP ადამიანებზეა გათვლილი. "როკო ბაროკო" და "დოჟურ გლამურ" კვლავაც მოდურია. რაც შეეხება დეკორატიულ მაკიაჟსა და კოსმეტიკას, რადგან კურდღლის წელიწადი მოდის, უფრო აქტუალური ნაცრისფერი, შავი და ვერცხლისფერი იქნება. თუმცა, ახალ პროდუქციაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ ფერთა გამა მრავალფეროვანია და შეზღუდვა არ ვრცელდება. მსოფლიოში პოპულარულია ე.წ. სმოუკი აიზ. ფერადი მაკიაჟი ცისფერი და მწვანე თვალების მქონე, თეთრი პირისახის ქალბატონებს უფრო უხდება. ტუჩის საცხიც ინდივიდუალურია. მაგალითად, მბზინავი, წითელი პომადა სასურველია, თეთრმა და "მარგალიტის" კბილების მქონე ქალბატონებმა წაისვან, რადგან უფრო გამოკვეთილად და ლამაზად ჩანს. მინდა აღვნიშნო, რომ სიახლეა თმის საღებავებშიც, რომელიც სპეციალურად ფეხმძიმე ქალბატონებისთვისაა - ამიაკის გარეშე.

No comments:

Post a Comment