Wednesday, April 20, 2011

ჩანთა

რაც შეეხება ჩანთებს, ოთხკუთხა ფორმებია აქტუალური, რომელიც ბეჭდის მსგავსი, მრგვალი მეტალითაა გაწყობილი. "თითქოს ყველა დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ მისი ჩანთა ბირკინის ჩანთას უნდა ჰგავდეს. ამ სტილმა თავიდან არ აღმაფრთოვანა, მაგრამ ახლა უფრო მომწონს. თუმცა ჩემი აზრით, ფენდის ჩანთა ვიზუალურად ბირკინისასაც კი სჯობს", - აღნიშნა ავთო ცქვიტინიძემ ჩემთან საუბრისას.
სამკაულები და აქსესუარები ყოველთვის გემოვნებით უნდა იყოს შერჩეული. 2010 წელს ლითონის ჯაჭვები და მასიური ფორმები იყო მოდაში. ეს ტენდენცია გაისადაც გაგრძელდება.

ეკა ჩანჩიბაძე, დიზაინერი:

- წელს კვლავ "სვაროვსკისა" და სხვა ძვირფასი თვლებით გაწყობილი სამკაულებია აქტუალური. ვინაიდან კურდღლის წელი მოდის, ბროში შეიძლება ბეწვით, თვლებით ან ლენტებით იყოს გაწყობილი და გულის ფორმა ჰქონდეს. აქსესუარი ყოველთვის იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, თუ რა გაცვიათ და სად მიდიხართ. სწორად მორგებული და გემოვნებიანი აქსესუარი სადა და უბრალო კაბასაც კი ეფექტურად წარმოაჩენს. რაც შეეხება მძივებს, ფერადი ბურთულები აქტუალურია. შეიძლება რამდენიმეც კი გაიკეთოს ადამიანმა, ოღონდ - გემოვნებით შერჩეული. ასევე მოდაშია მასიური სამკაულები. ფერები: თეთრი, მოყვითალო, შამპანურისფერი, ნაცრისფერი. ბეჭდებიც მასიური ფორმის უნდა შეარჩიოთ. ლითონის ჯაჭვები კვლავაც მოდურია. აუცილებელი არ არის, სამკაული ძვირფასი ლითონის იყოს. ზოგჯერ უბრალო მასალისგან დამზადებულიც შთამბეჭდავ ეფექტს ახდენს.

No comments:

Post a Comment