Wednesday, April 20, 2011

სათვალე

ადამიანის სახის ფორმასთან სწორად შერჩეული სათვალე ყოველთვის დადებითად აისახება ქალბატონისა თუ მამაკაცის იმიჯზე და მას მეტ თავდაჯერებულობასა და ხიბლს მატებს.


როლანდ ჯავახია, ოპტიკური კომპანიის გენერალური დირექტორი:

- ოქტომბერში პარიზში ოპტიკის მსოფლიო გამოფენა ჩატარდა - ეყე წეარ, რომლის ნიმუშები, რა თქმა უნდა, უკვე თბილისშია. მოდაში მრგვალი ფორმის სათვალე იქნება - ე.წ. "ლენონები", რომლებიც თითქმის ყველა წამყვანმა ბრენდმა გამოუშვა. მინის ფერი ფუნქციონალურად სხვადასხვაგვარია; არჩევანი დიდია. ერთი მოდელი შეიძლება 50 სხვადასხვა ფერისაც კი იყოს. ბოლო 3 წელია, ძალიან მოდურია "ავიატორის" სტილის სათვალე. ეს ტენდენცია გაგრძელდება და "ლენონი" დაემატება. ასევე, მოდაშია კომბინირებული სათვალე, სადაც ერთმანეთთან რამდენიმე მასალაა შერწყმული - აცეტატი, მეტალი ან ორივე ერთად; ამას დამატებული ქვები, კრისტალები, ტყავი ან სხვა ელემენტები. მაგალითად, თუ მთაში ხართ, სარკისებური მინები უკეთესია... გამოფენაზე ყველანაირი სტილის სათვალე იყო წარმოდგენილი. "შანელის", "ბულგარის", "პრადას", "რალფ ლოურენის" სათვალე ყოველთვის მოდაშია. ზოგიერთი ბრენდი, რომელიც ადრე ძალიან პოპულარული იყო, ახლა ცოტა უკანა პლანზე გადადის. მაგალითად - "ვერსაჩე". ამას დიზაინერების პასიურობა განაპირობებს - მომხმარებელს ნაკლებ სიახლეს სთავაზობენ. ე.წ. სახალხო ბრენდები, რომელთაც ზემოთ ჩამოთვლილ ბრენდებთან შედარებით ნაკლები ფასი აქვს, გახლავთ "ჯემინი", "ჯორჯ ფირალი", "ჯოპიტო", "ეშენბახი" და ა.შ.

სათვალისთვის მინას ახლა ცოტა კომპანია იყენებს. ძირითადად ორგანული მინა - "პლასტიკი" და პოლიკარბონატია. მათ წამყვანი, მწარმოებელი ფირმები და დიზაინერები აქტიურად იყენებენ. "შოპარდი" და "კარტიე" საუკეთესო საიუველირო ბრენდებია. დიდი მნიშვნელობა სათვალის წონასა და უსაფრთხოებას ენიჭება. 2011 წელს ასევე სიახლე იქნება "დიზელის" ფირმის სათვალე.

No comments:

Post a Comment